"ოცნების" წინასაარჩევნო აგონია - ოპოზიცია ძალადობასა და შანტაჟზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციაზე გახშირებულ თავდასხმას პოლიტიკოსები აფასებენ და ამბობენ, რომ ფიზიკური ძალადობა, შანტაჟი და დაშინება ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა, რომელსაც არჩევნებამდე ყოველთვის მიმართავს. 

"ოცნებას" სხვადასხვა რეგიონში ზონდერჯგუფები ჰყავს შექმნილი. მათ იერიში მიიტანეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ, სკოლის დირექტორებზეც და ამას მოწმობს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლების არაერთი ფაქტი. მხოლოდ ეს მეთოდებიღა დარჩა ივანიშვილს საბრძოლველად, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

ამასთან, ოპოზიციის თქმით, "ოცნებამ" იცის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება და ძალადობის უამრავი შემთხვევა მათ "საარჩევნო აგონიაზე" მიუთითებს. 

შსს ყველა დიდ ინციდენტზე ამბობს, რომ მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. ეს მიდასტურებს ეჭვს, რომ გამოძიება არ ემსახურება სიმართლის გარკვევას, - ამბობს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი. 

ოპოზიციონერებისა და ამომრჩეველთა დაშინებას მესამე სექტორიც ეხმიანება. საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე, ამბობს, რომ საქმეთა გამოუძიებლობა კიდევ უფრო ახალისებს მოძალადეებს. 

რაც შეეხება მმართველი გუნდის მოსაზრებას, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ "ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს და ამის გამო, სჭირდება, თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად". თალაკვაძე ამაში ისევე დარწმუნებულია, როგორც მარტივ არითმეტიკულ გამოთვლაში და შეფასების სრულყოფისთვის ამბობს, რომ "ორჯერ ორი ოთხია". 

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში თავს დაესხნენ "ლელოს" წევრს, ქვები დაუშინეს ოთო კახიძის ოფისს ქუთაისში და კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბს ბოლნისში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი