ჯანმრთელი და გარდაცვლილი ადამიანები გადასატანი ყუთების სიებში - სამეგრელოში ყველა კვოტა შევსებულია

გამოქვეყნდა:

გადასატან ყუთების სიებში რეგისტრირებული ამომრჩევლები ამბობენ, რომ საოლქო კომისიებისთვის მათ არ მიუმართავთ და არ იციან, საიდან მოხვდნენ ამ სიაში.

საუბარია სამეგრელოზე, სადაც როგორც გაირკვა 107-ვე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთების კვოტა შევსებულია. 

ოპოზიციამ სიები დღეს გაასაჯაროა და ამბობენ, რომ სიებში "ოცნების" აქტივისტები არიან ჩასმული. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, თავისუფლად გადაადგილდებიან და საარჩევნო ყუთების სახლში მიტანას არ საჭიროებენ. ჯანმრთელი ადამიანების გარდა, როგორც ირკვევა გადასატანი ყუთების სიაში გარდაცვლილი ადამიანებიც მოხვდნენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადასატანი ყუთების საშუალებით, კენჭისყრის დღეს,  ხელისუფლება არჩევნების შედეგებში ჩარევას შეეცდება. მსგავს შემთხვევებზე საუბრობენ ქუთაისშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი