ბოდიში მეცნიერებს - მღვდელმთავრების ნაწილი კარტოგრაფების უკანონო დაკავებაზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

მარგვეთისა და უბისის მღვდელმთავრისთვის, კარტოგრაფების საქმეში, თითქმის აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, რომ პროკურატურის გამოძიება დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია. 

წმინდა სინოდის წევრს ეჭვი აქვს, რომ საპატრიარქოს კარზე ილია მეორეს სამდივნოს გავლენიანი პირები სინოდის უმრავლესობას მნიშვნელოვან ამბავს უმალავენ. რატომ დუმდა სამღვდელოება 6 წელი 2014 წლის შემდეგ მეუფე მელქისედეკისთვის ამ დრომდე ამოუხსნელია.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ცურტაველი მიტროპოლიტი არ მორიდებია პირდაპირ ეთქვა რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

მეუფე ვახტანგის ასეთი რადიკალური განცხადების ერთადერთი საფუძველი სწორედ გარეჯზე დაწყებული უსამართლო გამოძიებაა.

მღვდელმთავარს იმედი აქვს რომ 3 ნოემბერი, არჩევნების მეორე დღე, დიდი მხილების დასაწყისი იქნება და გარეჯის საქმეს ნათელი მოეფინება.

მეუფე ნიკოლოზმა კი, დღეს შოთაძის უწყებას მოუწოდა გამოაქვეყნონ მტკიცებულებები და რუკა, რომელზეც გამოძიება დაიწყო. 

დღეს აღმოჩნდა რომ სინოდის დიდი ნაწილისთვის მამა კირიონის მონათხრობი, რის გამოც 2 კარტოგრაფი დააკავეს, ცნობილი ჯერ კიდევ 2007 წლიდან იყო. აქედან გამომდინარე, სინოდი უმძიმეს დანაშაულზე 13 წელი დუმდა. 

სინოდის წევრების ამ მწვავე განცხადებების მიუხედავად, დეკანოზი ჯაღმაიძე ამბობს, რომ პროკურატურის გამოძიება არჩევნებთან კავშირში არ არის.

მღვდელმთავრებს იმედი აქვთ, რომ დავითგარეჯის საკითხზე, სინოდის მომავალ სხდომაზე ისაუბრებენ, თუმცა როდის ჩანიშნავს პატრიარქი შეკრებას უცნობია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი