
მომდევნო კვირიდან „Facebook”-ზე აცრების საწინააღმდეგო რეკლამები აღარ განთავსდება. კომპანიის ჯანმთელობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეზღუდვა მომხარებლის ცრუ, მავნებელი ინფორმაციისგან დასაცავად დაწესდა.
აკრძალვა არ ეხება რეკლამებს, რომლებიც არა-პირდაპირ უპირისპირდებიან აცრებს, მაგალითად აკრიტიკებენ კანონსა თუ შეზღუდვას, რომელიც ვაქცინაციასთანაა კავშირში.
შეგახსენებთ, რომ რომ 3 ნოემბრიდან პლატფორმა პოლიტიკური რეკლამების დროებით აკრძალვასაც გეგმავს, რის წინაღმდეგაც სოციალური ქსელის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი წლის დასაწყისშ აქტიურად იბრძოდა.