
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში არსებულ კორონა სიტუაციაზე საუბრობს გადაცემაში "ღამის მთავარი". მისი თქმით გაზრდილი შემთხვევების შეჩერება წარმოუდგენელი ხდება.
"ჩვენ ყველაზე მეტი აქცენტი ახლა უნდა გადავიტანოთ კლინიკურ მართვაზე, რადგან შემთხვევების მატების შეჩერება უკვე წარმოუდგენლად მეჩვენება.
ან უნდა გამოცხადდეს საყოველთაო კარანტინი, რაც ასევე წარმოუდგენლად მეჩვენება რადგან ერთმა ასეთმა მცდელობამ, სერიოზული პრობლემები შექმნა და ვერც დაგვიცვა უბრალოდ გადაავადა ან ჩვენ ვეგუებით ამ სტატისტიკის მატებას მაგრამ მთელი ძალსიხმება უნდა იყოს გადატანილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი იყოს - ანუ კლინიკური მართვა იყოს საუკეთესო",- თქვა ბუწაშვილმა.
ბუწაშვილს ნათქვამს იაზიარებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტი, სანდრო ურუშაძეც. მისი თქმით, "გარკვეული რაოდენობის რიცხვის მატების შემდეგ, როცა ეს დაგროვდება, თუ არ მოხდება მომავალში შემთხვევების მართვის დელეგირება კილინიკის დონეზე, ცენტრალიზირებულიდან, შეუძლებელი იქნება ვირუსის მართვა".
კორონასთან გამკლავებაზე საუბრისას, ინფექციონისტმა ასევე თქვა, რომ "ქვეყენა ილუზიაში იყო, გაზაფხულზე და ზაფხულში, თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატროდა".
ბუწაშვილმა ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ სიკვიდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და ის გაყვება ინფიცირებულთა რაოდენობას და მის მატებას.
შეგახსენებთ, დღეის მონაცემებით საქართველოში 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირდა 680.