
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროს შვილს, 14 წლის ბარონს, კორონავირუსი ჰქონდა. როგორც მელანია ტრამპისგან ვიგებთ, შვილი ჯერ კიდევ მაშინ ინფიცირდა, როცა ორივე მშობელი კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
"ბოლო გატესტვისას ბარონს COVID-19 აღარ აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, ინფიცირებამ უსიმპტომოდ ჩაიარა და როგორც ძლიერმა თინეიჯერმა, ვირუსი მალე დაამარცხა", - ამბობს მელანია ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებული იყო პირველი ლედი, მელანია ტრამპიც. მოგვიანებით, 3 ოქტომბერს, დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და თეთრი სახლის პრესმდივანსაც.
პრეზიდენტი მალევე გამოჯანმრთელდა და 6 ოქტომბერს თეთრ სახლში დაბრუნდა. ვირუსისგან განიკურნა ტრამპის ოჯახის ორივე წევრიც.