ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თეთრი სახლის განცხადებით, ის დაღლილია, თუმცა კარგ ხასიათზეა.
პარასკევს მან და პირველმა ლედიმ ესქსპერიენტული წამლის ინექცია გაიკეთეს. თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეილი მაკინანის განცხადებით, პრეზიდენტი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ის რამდენიმე დღეს მუშაობას იქიდან გააგრძელებს.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება სპეციალისტების რჩევის გამო მიიღეს. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ისიც და მელანიაც თავს კარგად გრძნობენ და ხალხს მადლობას უხდის კეთილი სურვილებისთვის, მისი თქმით, ამას არასდროს დაივიწყებს.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს დონალდ ტრამპს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტრამპი ჰოსპიტალში საპრეზიდენტო ვერტმფრენით გადაფრინდა.