დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, ბილ სტეპიენს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება უკვე შეფასდა, როგორც "უკანასკნელი დარტყმა" საარჩევნო კამპანიისთვის. სტეპენი გეგმევას, რომ მუშაობა საკარანტინო პერიოდშიც გააგრძელოს.

ბილ სტეპეინს ვირუსი პარასკევს საღამოს დაუდასტურდა, გავრცელებული ინფორმაციით, მას "მსუბუქი გრიპის მსგავსი სიმპტომები" ჰქონდა. სავარაუდოდ, შტაბს მისი მოადგილზე, ჯასტინ კლარკი გააკონტროლებს, ხოლო სტეპენი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავა.

სტეპეინის დადებითი პასუხი ტესტზე ნიშნავს, რომ ტრამპის პოლიტიკური აპარატის 2 ხელმძღვანელი უკვე ინფიცირებულია - RNC-ს (რესპუბლიკელების კომიტეტის) თავმჯდომარემ, რონა მაკდანიელმა პარასკევს განაცხადა, რომ ის ასევე ინფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს დონალდ ტრამპს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ.  ტრამპი პარასკევს საღამოს სამკურნალოდ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეილი მაკინანის განცხადებით, პრეზიდენტი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი