სააკაშვილზე სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი დავით გარეჯის თემის გამწვავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს ისტორია წლების წინ დაიწყო, თუმცა 1 წლის წინ გამწვავდა და ამაზე "ოპოზიციამ თავის თავს უნდა დაუსვას კითხვები".

გიორგი გახარია საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ახალი ბრალის წარდგენას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს არ იქნება განსაკუთრებული სიახლე, ამავე დროს ამბობს, რომ ყველაფერი გამოძიების პრეროგატივაა:

"ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. გამოძიება სად მივა, ამ ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, თან სააკაშვილზე სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა", - ამბობს გახარია.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, როგორც გახარია ამბობს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი