არ ღირს არც ერთი სკამი არც ერში და არც ეკლესიაში თუ ერი არ იქნება კარგად - ამ სიტყვებით მიმართა დღეს ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მრევლს. მეუფე იაკობი ბოლო დროს გარეჯის თემაზე დაწყებულ გამოძიებას შეეხო და მიმართვაში გვერდი ვერც არჩევნების თემას აუარა.

"ჩვენი სახელები უნდა ჩაიწეროს ცხოვრების წიგნში და არა აქ, ვიყოთ სამართლიანები და ნუ შეგვეშინდება ხალხს ველაპარაკოთ. არ გვინდა დაძაბულობა. იმის მიხედვით ვერავის ვერ ავირჩევ, ვინ ვისზე უკეთესია, მე ღმერთი ავირჩიე და მინდა რომ საქართველო განვითარდეს. არ ღირს არც ერთი სკამი არც ერში არც ეკლესიაში თუ ერი არ იქნება კარგად.", თქვა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი ე.წ. კარტოგრაფების თემას 11 ოქტომბრის ქადაგებაზეც გამოეხმაურა - როცა საქმე არ შეგიძლია, წადი რა, გვერდზე გადი - ამბობდა იაკობი 4 დღის წინ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი