"ლოკომოტივისა" და "იუნკერების" მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსისი ინფექცია ქართულ რაგბში - თბილისის "ლოკომოტივისა" და კიკეთის "იუნკერების" მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მორაგბეები თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

ვირუსი "ლოკომოტივის" 1 და "იუნკერების" 2 მოთამაშეს დაუდასტურდა. "ლოკომოტივის" კიდევ 10 მორაგბე ტესტის პასუხს ელოდება.

"7-ში ითამაშა, ყოჩაღბი ბიჭია, მაგრამ კარგად ვერ ითამაშა, მე ვუთხარი, რომ გასინჯულიყო. სიცხიანი მაინც ვარჯიშობდა, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა", - ამბობს "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.

ინფიცირებულ მორაგბეებს შორის ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან. კორონავირუსის გამო გადაიდო "დიდი ათის" ორი შეხვედრაც, სადაც ამ ორ გუნდს უნდა ეთამაშა.

რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსი დადასტურდა პირველი ლიგის კლუბ "დევებში" და ბათუმის "ა" ლიგის გუნდში.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელა 246 ადამიანი, ხოლო 11 კი გარდაიცვალა. 

ყველაზე მეტი 342 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა 227 კი თბილისში.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია -15 327 
  • გამოჯანმრთელებულია - 7 613
  • მათ შორის გარდაცვლილია - 124
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 721
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 042
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი