ხელისუფლება, შესაძლოა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს გარეჯს -  მეუფე გიორგი

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების სკანდალური საქმე - ხელისუფლებას ამჯერად მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირი მეუფე გიორგი აკრიტიკებს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ გამოძიების წარმართვა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავების გარეშეც შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ მეუფე გიორგი თვლის, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ხელისუფლებას, შესაძლოა, გარეჯთან დაკავშირებით ვიწრო პარტიული მიზნები ამოქმედებდეს. 

საარჩევნოდ გარეჯის საკითხის წამოწევა, იმ დროს მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ასეთი ვითარებაა, შესაძლოა ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. არასახელმნიფოებრივი მიდგომა, რომ ჰქონდათ წინა ხელისუფლებასაც და თუნდაც, დღევანდელ ხელისუფლებასაც, ამ რვა წლის განმავლობაში, გარეჯთან მიმართებაში ეს ცალსახაა და ეს ასე არის, მაგრამ დღეს, რაც შეეხება გამოძიებას, ჩემი აზრი არის, რომ ალბათ, ამ პიროვნებების, ასე რომ არ გამძაფრებულიყო ეს საკითხი, პატიმრობის გარეშეც შეიძლებოდა გამოძიების წამართვა, ესე ვფიქრობ,-ამბობს მეუფე.  შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლება ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს დავით გარეჯის საკითხს, - ამბობს მეუფე გიორგი. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი