კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვების საკითხს ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების საკითხს ადვოკატები სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატების შეფასებით, კარტოგრაფების საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და მეცნიერების საპატიმროში გამოკეტვა უკანონოა.

"რაც უფრო მეტ პოლიტიკოსს შემოიყვანენ ამ საქმეში ისე, რომ ბრალდებულებთან მათ კავშირი არ ჰქონდეთ და ასეც არის, იმიტომ, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს ამის მტკიცებულება, ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ამ საქეს აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური სარჩული და კონტექსტი", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

"ფაქტი ერთია, რომ რასაც აკეთებდნენ ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი, ის იყო კანონისმიერი მოქმედება და იყენებდნენ იმ რუკებს, რომელი რუკების გამოყენებაც მათ ევალებოდათ და არანაირი რუკა არავისთვის დამალული არ ყოფილა", - ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, სულხან კომახიძე. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი