საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, ბათუშმი შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და საქართველო ისევ დაიწყებს აღმშენებლობას.
ჩვენ არ გვაქვს, არ გვაქვს უფლება დღეს ბრძოლის შეჩერების, ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის სულ ახლოს - ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მიწოლა, ცოტა კიდე გაძლება, ცოტა კიდე მეტი ერთიანობა, ცოტა კიდე მეტი შეტევითობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან, საქართველოში აუცილებლად გათენდება, ტყუილის კოშკები დაინგრევა და საქართველო დაიწყებს ისევ აღმშენებლობას, განვითარებას, საქართველო ისევ წავა წინ მე ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, - ამბობს მიხელ სააკაშვილი
"ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან ვარშალომიძეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვაშალომიძე ბათუმში იმ პროექტებს დაასრულებს, რომელიც ბათუმელებთან ერთად დაიწყეს.
თქვენი წარმომადგენელი საქართველს პარლამენტში და საქართველოს ხელისფუელბაში, ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, საქართველოში იქნება ლევარ ვარშალომიძე, ადამიანი, რომელიც იყო უკრაინის ხელისუფელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, რომელმაც მიატოვა ყველაფერი იმისათვის, რომ დაუბრუნდეს მშობლიურ კუთხეს და დაასრულოს ის პროექტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ. ივანიშვილი ჩვენ 8 წლის წინ დაგვპირდა ჩაზნექილ სკამებს და მართლაც მოხდა მხოლოდ ჩაზნექილი სკამები. მე თქვენ გპირდებით, არა ჩაზნექილ სკამებს, მე თქვენ გპირდებით, რომ თქვენ იცხოვრებთ ყველაზე მაგარ ქალაქში მთელ ევროპაში. 31 ოქტომბერს ჩვენ მოვიშორებით ერთად უპერსპექტივობას, ჩვენ მოვიშორებთ ერთად საქართველოს დაშლას,ჩვენ მოვიშორებთ ერთად დაავადებას, რომელიც ახლა ვრცელდება საქართველოში და ჩვენ მოვიშორებთ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ კოშმარს ამ ტყუილებს, ნგრევის ათასგვაი უმსგავსობის გამოხატულებას, ივანიშვილს და მის ბანდას. დღეს ახალ მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ ბათუმის ბულვარში, საქართველოს თითოეულ ქალაქში და თქვენთან ერთად ქვეყნის აშენებას, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრემიერმინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. 8 სექტემბერს კი ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. 9-პუნქტიან გეგმაში რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს, საუბარია სუს-ის გაუქმებაზე, პროკურატურის გაყოფასა და სხვა სისტემურ რეფორმებზე.
მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.