სააკაშვილი უკრაინის მთავარი რეფორმატორი გახდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება და მილოცვა უკვე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთულია ბრძანება, სადაც რეფორმების საბჭოს შემადგენლობაა დასახელებული, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უნდა უხელმძღვანელოს.

რეფორმების საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან:

1      პარლამენტის თავმჯდომარე დიმიტრი რაზუმკოვი

2      უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი

3      პირველი ვიცეპრემიერი

4      ვიცეპრემიერ მინისტრები და მათი კაბინეტის სხვა წარმომადგენლები

5      ეროვნული უსაფრთოხების წევრები

6      პრეზიდენტის აპარატის უფროსი

7      ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

8      უმაღლესი რადას კომიტეტების თავმჯდომარეები

9      არასამთავრობო სექტორის 4 წევრი

სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 22 აპრილს თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაადასტურა და განაცხადა რომ ეს პოსტი მას პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესთავაზა და ის ამ შეთავაზებას დათანხმდა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავიდ არახამის თქმით, საკმარისზე მეტი ხმა მოგროვდა, რომ სააკაშვილს ეს პოსტი დაეკავებინა, თუმცა, კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ნაცვლად უპორტფელო სამინისტროს ჩაბარებისა, მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებდა რეფორმების საზედამხედველო, ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეობას. საბჭოს წევრები საკვანძო სამინისტროებისა და კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე, თავად მინისტრები არიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი