რა კავშირი აქვს კარტოგრაფების საქმის მოსამართლე პაატა სილაგაძეს კლანთან და "ქართულ ოცნებასთან"

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" თქმით კარტოგრაფების საქმის მოსამართლე, პაატა სილაგაძე სასამართლოს კლანის წევრი, ხოლო მისი ძმა, ლაშა სილაგაძე კი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენია, რომელსაც პარტიისთვის 210 ათას ლარზე მეტი აქვს შეწირული. 

ლაშა სილაგაძე 2018 წლამდე დირექტორის თანამდებობაზე სამ კომაპნიაში მუშაობდა, რომლებიც "ფონდი ქართუს" მისამართზე ფიქსირდება.

"ჩნდება კითხვები გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლის უახლოესი ოჯახის წევრი არის ბიძინა ივანიშვილის კომპანიების ყოფილი დირექტორი და მასთან დაკავშირებული პირი", - ამბობს ხატია ნიკოლაიშვილი, "ფლანგვის დეტექტორის წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, 2018 წლამდე მოსამართლის ძმა, ლაშა სილაგაძე "თაბორი რიზორთსის", "ჯორჯიან ეკო ტრანსპორტის" და "სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტის" დირექტორი იყო. ლაშა სილაგაძემდე კი ამ კომპანიებში დირექტორის პოსტი ირაკლი ქარსელაძეს ეკავა, რომელიც ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილეა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს, წინასწარი პატიმრობა კი 8 ოქტომბერს შეუფარდეს. 2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი