კარტოგრაფების საქმეში კიდევ ერთი მესაზღვრის ჩვენება გაჩნდა

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეში კიდევ ერთი მესაზღვრის, გელა ბლიაძის, ჩვენება გაჩნდა, რომელიც გარეჯის ტერიტორიაზე 2003 წლამდე მუშაობდა. ჩვენებაში ბლიაძე ამბობს, რომ სამუშაო პერიოდის დროს მას არც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და შესაბამისად არც მათი გადაადგილების ტრაექტორია არ დაუნახავს. 

"კითხვები ჰქოდნათ ჩვეულებრივი: თქვენ დროს იყვნენ აზერბაიჯანელები? მე ვუთხარი რომ საერთოდ იმ ადგილას არ იყვნენ ისინი, არც ჩიჩხიტურთან არც უდაბნოსთან არ ჩანდნენ", - ამბობს მესაზღვრე. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა - 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს, აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი