ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, ბაგრატის ტაძარის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობა ყოვლად მიუღებელია. ამ თემაზე მან სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობას, ეს ყოვლად მიუღებელია და დიდი გულისტკივილია პირადად ჩემთვის. არცერთი ტაძირს ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის, - წერს მეუფე საბა ინწკირველი.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიება "ქართულმა ოცნებამ" გამართა. პრემიერმა და სამთავრობო გუნდმა იქ შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდა მეუფე იოანე გამრეკელიც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი