მეუფე იოანე, ქუთაისში, "ოცნების" პარტიულ ღონისძიებას დაესწრო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას მეუფე იოანე (გამრეკელი) ესწრებოდა. "მთავარი არხის" შეკითხვას, რატომ ესწრება პარტიულ, "ქართული ოცნების" ღონისძიებას, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ ის "ხელისუფლებასთან, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზეა". თუმცა, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ გიორგი გახარია "ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატია, მეუფე ამბობს რომ "ეს მისი პრობლემაა".

შეგახსენებთ, რომ დღეს, გიორგი გახარია ქუთაისში, "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებას დაესწრო.
გახარიამ და მთავრობის მაღალჩინოსნებმა ბაგრატის ტაძრის ეზოში "ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. იმის გამო, რომ ღონისძიება ბაგრატის ტაძრის ეზოში ჩატარდა, ბაგრატის ტაძრიდან დღეს მთავრობის მეთაურის ვიზიტისთვის ის ადამიანები გააძევეს, რომლებიც წლებია მოწყალებას ითხოვენ.

ცნობისთვის, 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ, ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ხმების მოსაგროვებლად იყენებს, ეს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც 
ჩანს, რომელიც 28 აგვისტოს მეუფე გრიგოლთან ერთად გადაიღო.

ამ თემაზე ისაუბრეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. კომენტარი გააკეთა მამა ანდრია სარიამაც. მისი თქმით, საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პიარკამპანიაში ჩართულობა დღესაც გრძელდება

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.

მამა შალვამ კი აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს, მრევლის ნაწილი კი ყველა შეიძლება იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი