ხალხის არჩევანია, ვინ როგორ მივა აქციაზე - ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ენმ-ის აქციაზე

გამოქვეყნდა:

სანამ მმათველი გუნდი ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციას აკრიტიკებს და პარტიას ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს, გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ამბობს, ხალხმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, ვის რა ფორმით უნდა წინასაარჩევნო შეკრებაზე მისვლა. 

"პასუხისმგებლობა არც პარტიას ეკისრება და არც რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. მხოლოდ ადამიანების გადასაწყვეტია - მივლენ აქციაზე, თუ არ მივლენ, როცა მივლენ დისტანციაზე დადგებიან და პირბადეს გაიკეთებენ, თუ არა. ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და არა კოლექტიური", - ამბობს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა. "ოცნებამ", აქციის კრიტიკისას, თქვა, რომ საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები არიან ერთ მხარეს და ენმ კი ვირუსის მხარეს. მმართველი გუნდის თქმით, გუშინდელი შეხვედრა ბათუმში იყო "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლობის დამადასტურებელი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი