ოპონენტები ვირუსის მხარეს არიან - "ოცნების" შეფასება "ენმ"-ის ბათუმის აქციაზე

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ხალხმრავალ აქციას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ნაცვლად კოვიდპანდემიასთან ბრძოლისა, ენმ უპასუხისმგებლოდ იქცევა და ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. 

"საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები არიან ერთ მხარეს და ჩვენი ოპონენტები არიან ვირუსის მხარეს. გუშინდელი შეხვედრა ბათუმში იყო "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლობის დამადასტურებელი", - ამბობს "ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კი ენმ-ს "მავნებელ პოლიტიკურ ძალას" უწოდებს და აქციას "საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებად" აფასებს. 

აქცია გააკრიტიკა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ "ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა". 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა. მაშინ, როცა "ოცნება" ენმ-ის კრიტიკას განაგრძობს, ოპოზიციური ძალები პანდემიის სირთულეების პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ მხარდამჭერებთან შეხვედრის გარეშე წინასაარჩევნო კამპანია წარმოუდგენელია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი