ხელისუფლება რომ გვყავს ტოქსიკური, ამიტომაც იყო იმდენი ხალხი ენმ-ს წარდგენაზე - ჩარკვიანი

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ტოქიკური თავად ხელისუფლებაა და სწორდ ამიტომ მივიდა გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე უამრავი ამომრჩეველი. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა. 

გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე იმიტომ მივიდა ამდენი ხალხი, რომ ხელისუფლება არის ტოქსიკური. მე მგონია რომ კიდევ უფრო დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე, არამხოლოდ უნიათობასთან არის აქ საქმე. ანტიკრიზისული გეგმა, რომ წარმოადგინო გაწერილი უნდა წარმოადგინო ფინანსები, შესაბამისად ჩვენ ჩავიხედავდით რა მდგომარეობა იყო ფინანსებში. მე მაინც მგონია, რომ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. სად წავიდა ის ვალი და მიზანმიმართულად იყო თუ არა ხარჯვა, ზუსტად ამას ვნახავდით, ამიტომ მხოლოდ უნიათოები არ არიან, მგონია, რომ ძალიან კარგად გამოცდილი პროფესიონალი თაღლითები არიან, - ამბობს თაკო ჩარკვიანი 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინეს. აქციაზე მისულ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. 

ცნობისთვის"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი