მუდამ ბიუჯეტის ზრდას ვაძლევდი ხმას და ცხელების ცენტრში, ამ ბიუჯეტით, ჩაი არ მერგო - გედევან ფოფხაძე

გამოქვეყნდა:

"მთავარის" გადაცემაში "მთავარი დებატები", გედევან ფოფხაძემ ცხელების ცენტრებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ იქ მოქალაქეებს არასათანადოდ ეპყრობიან:

"ექვსი წლის მანძილზე ვაძლევდი ბიუჯეტს ხმას, რომ ჯანდაცვას ჰქონოდა დიდი ბიუჯეტი. მე ცხელების ცენტრში ვიყავი 24 საათი და ამ ბიუჯეტით ჩემთვის არ აღმოჩნდა გათვალისწინებული ერთი ჭიქა ჩაი, რომელიც არამგონია ორ ლარზე ძვირი იყოს" 

მისივე თქმით, ქართული ოცნების კონკრეტული ჩინოვნკები და  მაღალჩინოსნები შოულობენ ფულს, ხოლო მოქალაქე ისევ რჩება ჩაის გარეშე, ანუ, ყურადღების გარეშე.

"მე ექიმები იქ ბოდიშს მიხდიდნენ, რადგან ხვდებოდნენ, რომ არ შეიძლება ცხელების ცენტრში მყოფი ინფიცირებული და არაინფიცირებბული ერთად დადიოდეს ერთ წერტილში", - თქვა ფოფხაძემ. 

შეგახსენებთ, ოპოზიცია, საზოგადოებისა და ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლებას არაეფექტური კოვიდმენეჯმენტის გამო აკრიტიკებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი