აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ტელევიზიაში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები ტარდება და თანამშრომლებს, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდათ ინფიცირებულთან იზოლაციაში გადავლენ. მათ იმ თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონიათ.

აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები "კლასტერებად" არიან დაყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ეს აჭარის მაუწყებელში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი