დაუპიპინე ბიძინას - "ევროპული საქართველოს" მსვლელობა ივანიშვილის რეზიდენციებისკენ 

გამოქვეყნდა:

დაუპიპინე ბიძინას- „ევროპული საქართველოს“ 21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ ავტომობილებით აქცია- მსვლელობას გამართავს.

განცხადება ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური აქტივობა არ შეწყდეს, არ მივცეთ ეს ფორა ივანიშვილს, რომ მას ხელისუფლების შენარჩუნების შანსი გაეზარდოს. ოთხშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში მასიურ საავტომობილო აქციას ვგეგმავთ, სახელით „დაუპიპინე ბიძინას“. შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა - ამბობს კაპანაძე.

პერფორმანსი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ივანიშვილის რეზიდენციასთან მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა დაგეგმა, რომელიც გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მათ ეს აქცია გააუქმეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი