მსვლელობა ივანიშვილის შუშის სასახლესთან - "ევროპული საქართველოს" აქცია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მსვლელობას გეგმავს. ამ ფორმით ოპოზიციური პარტია ოპონენტებზე გახშირებულ ძალადობის ფაქტებს გააპროტესტებს. სერგი კაპანაძის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობა 17 ოქტომბერს მოეწყობა. კაპანაძის თქმით, აქცია ყველა წესის დაცვით ჩატარდება, საუბარია პირბადეებზე და დისტანციაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ოქტომბერს  გვიან ღამით, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს სცემეს, თუმცა მოგვიანებით, გარდაბნის პოლიციიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, რომელიც მანამდე "ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებდა, ფაქტი უარყო და თქვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ოქთაი სკანდაროვი დააშინეს და დააჯანტაჟეს.

ოპოზიციის წარმომადგენელს დაესხნენ თავს თბილისშიც. ბახტრიონის ქუჩაზე ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს, ლევან ქართველიშვილს სცემეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი