ჩემი პირის გაღება არავის არ უნდა აწყობდეს - მეუფე იაკობი ამბიონიდან ისევ იმუქრება. ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ, ქადაგებისას მორიგი პოლიტიკური და წინასაარჩევნო განცხადებები გააკეთა. იაკობი ამბობს, რომ ამჟამად ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს. სასულიერო პირი მოუწოდებს პარტიებს ერთად იზრუნონ ქვეყანაზე და სიღარიბის დაძლევაზე

თუ არ ვიქნებით ერთად, ცოტა ხანში ისევე მოგვიწევს არჩევნების ჩატარება, თუ ისევ დაჭამეთ ერთმანეთი, ისეთი პროცესები მიმდინარეობს ვეღარ გაჩერდება ვერავინ, ერთობა თუ არ იყო ყველა გამოვა...მძიმედ ვლაპარაკობ მაგრამ ვიცი რასაც ვლაპარაკობ. როცა მიმაჩნდა რომ რომელიღაც ძალისთვის მხარი უნდა დამეჭრა ვაკეთებდი, მაგრამ განვაცხადე რომ არ ვაპირებ ეხლა, აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ, დაველოდები იმ ძალას, ერთობა თუ ჰქონდათ რა ჯობია და თუ არადა დაველოდები იმას, როგორც კარგი იქნება საქართველოსთვის ისე იყოს" ამბობს მეუფე იაკობი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი