წინასაარჩევნოდ ნინო ბურჯანაძე ოზურგეთში მხარდამჭერებს შეხვდა. უსამართლოდ მოხსნილი დახმარება, უმუშევრობა, რეგიონიდან წასული ახალგაზრდები და უიმედობა - ეს პრობლემები ოზურგეთის მოსახლეობას აწუხებს.
ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს მოუწოდა 31 ოქტომბერს მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
არის ძალინ დიდი მოლოდინი ცვლილებების და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მე და ჩემი მეგობრები შევძლებთ, ამ ადამიანებსაც და ძალიან ბევრ სხვასაც, დავარწმუნოთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც უნდა დაგვიჭირონ მხარი, - ამბობს ნინო ბურჯანაძე
ცნობისთვის, გუშინ, 17 ოქტომბერს "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი თავად ნინო ბურჯანაძეა.