მოსმენა მისი პოლიტიკური პარტიის ნოუ ჰაუა -თალაკვაძის პასუხი დეკანოიძეს

გამოქვეყნდა:

ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ სუს-მა მის საარჩევნო შტაბში ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟება სცადა, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მოსმენა სწორედ ოპონენტების ნოუ ჰაუა:

"ყურადღების მისაპყრობად სჭირდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაადანაშაულოს, თითქოს, მას უსმენენ და დევნიან. ამ დროს დევნა და მოსმენა არის მისი პოლიტიკური პარტიის ნოუ ჰაუ, ხელწერა" ამბობს თალაკვაძე.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გვიან ღამით, მაშინ როცა მისი შტაბის წევრები საარჩევნო ღონისძიებას გეგმავდნენ, მის კაბინეტში სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. მისივე თქმით, იმ დროისათვის შტაბში ელექტროენერგიაც გაითიშა. დეკანოიძე ვარაუდობს, რომ - განგებ. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ი წინასაარჩევნოდ ოპონენტების დაშინებასა და მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ამ გზებით ცდილობს.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, საპატრულო პოლიცია მომხდარისთანავე გამოიძახეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მოსასმენი აპარატურის კვალი ვერც მათ და ვერც კინოლოგებმა აღმოაჩინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი