ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე - მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა შემდეგ საკითხებში - ეკონომიკა, უმუშევრობა, პენსიები, ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება, სიღარიბე, ჯანდაცვა, პასუხები ასე გადანაწილდა:

ეკონომიკა:

  • გაუმჯობესდა - 6%
  • გაუარესდა - 79%


უმუშევრობა

  • გაუმჯობესდა - 6%
  • გაუარესდა - 74%

პენსიები

  • გაუმჯობესდა - 25%
  • გაუარესდა - 36%

ფასების ზრდა

  • გაუმჯობესდა - 5%
  • გაუარესდა - 85%

ლარის გაუფასურება

  • გაუმჯობესდა - 3%
  • გაუარესდა - 86%

სიღარიბე

  • გაუმჯობესდა - 6%
  • გაუარესდა - 79%

ჯანდაცვა

  • გაუმჯობესდა - 29%
  • გაუარესდა - 43%

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

შეგახსენებთ, მსგავში კვლევა "მთავარი არხის" დაკვეთით, 4 ქოტომბერსაც გამოქყვენდა, სადაც დასმულ კითხვაზე - მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა შედეგ საკითხებში - ეკონომიკა, სიღარიბე, განათლება, ლარის კურსი, დასაქმება, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები - არც ერთ პუნქტში გამოკითხულთა აზრით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი