ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს? (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის არჩევა), შედეგები ასე გადანაწილდა: 

  • დასაქმება - 65%
  • ეკონომიკა - 54%
  • სიღარიბე - 52%
  • ფასების ზრდა - 39%
  • განათლება - 37%
  • ლარის გაუფასურება - 35%
  • ჯანდაცვა - 34%
  • პენსიები - 32%
  • კრიმინალი - 17%
  • სიტყვის თავისუფლება - 10%
  • სახელმწიფო უსაფრთხოება - 9%
  • კორუფცია - 8%
  • კოვიდ-ეპიდემია - 8%
  • დემოკრატია - 7%
  • საგარეო პოლიტიკა - 6%

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი