
"ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, წერს, რომ ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც უკვე 48 საათია საახლში სიცხიანი წევს ჯანდაცვის არცერთი უწყება ყურადღებას არ აქცევს. ხოშტარია ამბობს, რომ პაციენტს სატელეფონო კონსულტაციაც კი არავინ გაუწია.
ელენე ხოშტარიამ სტატუსი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა:
“ჩემ დეიდაშვილს დაუდასტურდა კოვიდი. დავიწყეთ წესების მიხედვით გარკვევა როგორ უნდა მოვიქცეთ. გავიგეთ 4 ნომერი სადაც უნდა დარეკო. დავიწყეთ რეკვა. გადის საათები შანსი არაა. არაუშავს ოკ რამდენიმე საათი მოითმენ. გიჩნდება კითხვა. აი სიცხეზე რა დალიო? სისხლის გამათხელებელი ჭირდება თუ არა? რაღაც რისკ ჯგუფშია როგორ მოიქცე? კაციშვილი პასუხის გამცემი არაა!
48 საათი გადის უკვე, მარტო წევს სახლში, აზრზე არ ვართ არაფრის. არც საავადმყოფოში დაწვენას ვითხოვთ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას, უბრალოდ ტელეფონით ვინმემ კონსულტაცია გაუწიოს. 0 რეაქცია, 0 ყურადღება. ამდენი თვე იმას ვერ მოება თავი რომ ტელეფონით მაინც გაუწიო ადამიანს კონსულტაცია? რამე რომ გაურთულდეს ვინ აგებს პასუხს? მოეშვით პოლიტიკურ თამაშებს და აზრზე მოდით", - წერს ელენე ხოშტარია.
ხოშტარია ამბობს, რომ ამ თემაზე სუბრისგან თავს იკავებდა, რადგან საქმე მისი ოჯახის წევრს ეხებოდა, მაგრამ "შეუძლებელია ამ პრობლემაზე ხმამაღლა არ ილაპარაკონ".
აქვე შეგახსებთ, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანადი 1192 იყო.