ბოლნისში კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრზემომხდარი თავდასხმის გამო გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას აკრიტიკებს და "მთავარის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ "ქართული ოცნება" აკრძალული მეთოდებით იბრძვის.
ჩვენი ახალგაზრდულის ხელმძღვანელი ლევან მიქელაძე თავის მანქანით თანმხლებ პირთან ერთად ბოლნისიდან რომ გამოდიოდა, დაედევნა ორი ავტომობილი, ლევანმა იცნო, იმიტომ რომ ბოლნისელია და ისინიც ბოლნისელები არიან. თეთრ მანქანას მართავდა საკრებულოს წევრი წაქაძე, რომელიც ამავდროულად არის მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელი, და იყო კიდევ მეორე მანქანა. ეს მანქანები ცდილობდნენ ლევანი იძულებული გაეხადათ გაჩერებულიყო და ალბათ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ მას, როგორც ეს უკვე მოხდა. რადგან ლევანი არ გაჩერდა მერე ცდილობდნენ შეჯახებებს, რამდენჯერმე გვერდიდან შეეჯახნენ ლევანის მანქანას და ეს ყველაფერი მანქანას ეტყობა. ცდილობდნენ ლევანი გზიდან გადასულიყო, გადაეგდოთ საგზაო ველიდან და მოახერხეს კიდევაც. ბოლნისიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ის გადააგდეს ასფალტიდან და მერე გააგრძელა გზა ბუჩქნარში და არა გზაზე. თან ესროდნენ 6-ჯერ გაისროლეს, 1 ტყვია მოხვდა ლევანის მანქანას.
კახა ოქრიაშვილის თქმით, არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღე არ არის და ოპოზიციას ასეთ პირობებში უწევს წიანსაარჩევნო აგიტაცია.
ესეთ პირობებში გვიწევს არჩევნების ჩატარება და მე ვფიქრობ ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად, არჩევნები მარტო არჩევნების დღე არ არის, არჩევნები უკვე დიდი ხანია დაწყებულია, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ ქართული ოცნება ესეთი მეთოდებით ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ვერ დაიწერენ და ვერ გაიფორმებენ იმ 50%-ს. ტერორზე არიან გადასულები რომ ხალხი დააშინონ მოატყუონ და გაიფორმონ გამარჯვება, კაცს ვერ ნახავთ ვინც მაგათ მხარს უჭერს, მხოლოდ გამგეობის თანამშრომლები, დეპუტატები და ვინც თვითონ ჰყავთ დასაქმებული, - ამბობს კახა ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ბოლნისის სოფელ ნახიდურთან, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს თავს დაესხნენ მის მანქანას კი ექვსი ტყვია ესროლეს.