ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.
მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
ცნობისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით დილის კომენტარები აღარ გაკეთდება. ახალი შემთხვევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდეგ მიაწვდიან, რომელიც დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.