"ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნოდ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ნება. ამის შესახებ პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ "ოცნების" ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ცალკელული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს არჩევნების სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან პროცესს" - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ საარჩევნოდ ცატარებულ კვლევებზეც ისაუბრა: 

"ყველა გაუყალბებელი კვლევა ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" დამაჯრებლად იგებს საპარალამენტო არჩევნებს, რაც გახდება მყარი საფუძველი ქვეყნის წინსვლისა".

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ, Ipsos საფრანგეთის კვლევების თანახმად, პრო-დასავალური ოპოზიციის მანდატების ჯამური  მაჩვენებელი, უსწრებს "ოცნებისას". 

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი