საავადმყოფოებში ტესტირებაზე ისევ რიგებია - რესპუბლიკური და Holiday Inn კოვიდმიმღებ ცენტრად გადაკეთდება

გამოქვეყნდა:

თბილისის რესპულიკური საავადმყოფო დღეიდან ისევ კოვიდმიმღებ ცენტრად გადაკეთდება.  

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შესაძლოა, რესპუბლიკური საავადმყოფო სხვა დაავადების მქონე პაციენტებს აღარ მოემსახუროს და რესურსი მთლიანად კორონავირუსით ინფიცირებულებს მოხმარდეთ. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, კოვიდმიმღებ ცენტრად გადაკეთდება სასტუმრო "Holiday Inn". 

დღეს დილიდან მოქალქეები რესპუბლიკურთან ტესტირების რიგში დგანან, თუმცა მედიკოსებმა, გაურკვეველი მიზეზით, მათ უთხრეს, რომ ტესტირებას ვეღარ ჩაუტარებდნენ და სხვა კლინიკებში გადაამისამართეს

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დადასტურა - COVID-19 დაუდასტურდა 1 192 ადამიანს, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 425 პირი ისევ დედაქალაქიდანაა

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი