უნდა დაიკითხოს ღარიბაშვილიც - ივერი მელაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის ადვოკატი თავდაცვის მინისტრის დაკითხვას ითხოვს. ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ყველა იმ მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნით, რომლის გვარიც ე.წ, კარტოგარფების საქმეშია ნახსენები.

მათ შორის არის ღარიბაშვილიც, რომელის როგრც აღმოჩნდა, საქმეში ერთ ერთი მთავარი ფიგურაა. სწორდ მან მიიტანა მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები საპატრიარქოში:

"ყველა მაღალჩინოსანი, ვინც საქმის ფიგურანტია, უნდა გამოიკითხოს - მათ შორის, მიხეილ ჯანელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი სხვადასხვა სატელევიზიო ინტერვიუში კარტოგრაფების დაკავებაზე საუბრობს, თუმცა აუცილებელია მან ერთი და რეალური ჩვენება მისცეს გამომძიებლებს"- ამბობს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

შეგახსენებთ რომ გუშინ, 19 ოქტომბერს პროკურატურაში დაკითხვაზე უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე მივიდა, დღეს კი შოთაძის უწყება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ვაშაკიძეს კითხავს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი