მინდია ჯანელიძე გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

მინდია ჯანელიძე დავითგარეჯას საქმეზე გამოკითხვაზე ამ წუთებში მივიდა. 

ის ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. 

უცნობია, რა კითხვები აქვს მასთან გამოძიებას და რა დამატებითი ახალი გარემოემები გახდება ცნობილი მისი დაკითხვის შემდეგ. 


შეგახსენებთ, ამ დრომდე ე.წ კარტოგრაფების საქმეში ჯანელიძის ჩვენების ოქმი არ იყო. ამის პარალელურად კი, ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი, ამბობს, რომ მათი ოქმები მნიშვნელოვანია საქმის სრულყოფილი განხილვისათვის.

აღსანიშნავია, რომ მინდია ჯანელიძე  სახელმწიფო კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის სამსახურს ხელმძღავანელობდა. მღვდელ კირიონის მონათხრობით კი, ირკვევა, რომ ჯანელიძე ის პირია, ვინც, რუკის არსებობაზე 2014 წლიდან იცოდა, ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. 

კითხვების დასასმელად, "მთავარი" დაუკავშირდა მინდია ჯანელიძეს, თუმცა მან გვითხრა, რომ საჯარო სამსახურში აღარ მუშაობს და, შესაბამისად, საკითხზე რაიმეს თქმას არ აპირებს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი