ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს "ქართული ოცნებიდან", დიმიტრი მხეიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბიუროს ხელმძღვანელის, ვარლამ გობეჯიშვილის, ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან საავადმყოფოში ადგილის დაკავება არ სურს.
დაინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში რეკორდულად ბევრი - 1 194 ადამიანი დაინფიცირდა გარდაიცვალა 15 პაციენტი. დაინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი, 425 თბილისიდანაა, 372 კი იმერეთიდან.