ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი - ბიზნესმენები გიორგი გახარიას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

დღეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესმენები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე "ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ, თქვა, რომ მან პრემიერი გაამხნევა.

"ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. კი, ჩვენ ვამხნევებდით, ბუნებრივია. მაგრამ პირდაპირ გვითხრა, რომ - გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ - ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს", - ამბობს სოსო ფხაკაძე.

როგორც ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, პრემიერი მათ დაპირდა, რომ ე.წ. ლოქდაუნი აღარ იქნება

"პრემიერ-მინისტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვითხრა, რომ ე.წ. ლოქდაუნი არ იქნება. ეს იყო ერთსულოვნად, უნისონში ვიყავით, ჩვენი ბიზნესის თხოვნა, რომ ესეთი ჩაკეტვა არ მოხდეს. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას" - ამბობს ფხაკაძე

სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, ხელისუფლება სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს.

„200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა"- ამბობს ფხაკაძე.

პრემიერმინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ბიზნესმენებს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი