ეს მარტო დახურვა კი არა, უპასუხისმგებლობაა - მცირე და საშუალო ბიზნესი აქციებს აანონსებს

გამოქვეყნდა:

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. კორონავირუსის შედეგად გაკოტრებული ბიზნესის, უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანისა და საბანკო დავალიანებების არსებობის გამო, ბიზნესმენები ხელისუფლებას სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხევაში კი, ქუჩაში გასვლას აანონსებენ.

"მიმტანები, მზარეულები, მრეცხავები, დამლაგებლები, მომღერლები, მოცეკვავეები... არ ვიცი, რას უშვება ეს მთავრობა ამდენ ხალხს. რა გამოსავალი არის?! ის, რომ 22:00 საათამდე მოგვცეს მუშაობის უფლება? მარტო დახურვას კი არ ნიშნავს, ეს უპასუხისმგებლობას ნიშნავს. მთავრობა გეუბნება, რომ შენ თვითონ გააკეთე არჩევანი - ვის გაუშვებ სამსახურიდან და ვის არ გაუშვებ", - ამბობს რესტორატორი ეკატერინე ღვინჯილია.

"რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე პრემიერმინისტრთან შეხვედრას აუცილებლად მიიჩნევს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას არაკომპეტენტური ხალხი იღებს, რომლებსაც სარესტორნო ბიზნესთან შეხება არ აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი