31 ოქტომბერს პროცესებს განსაკუთრებულად დავაკვირდებით - სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილება თბილისს

გამოქვეყნდა:

კოვიდ პანდემიამ საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დღის წესრიგი შეცვალა, თუმცა ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები "ოცნების" ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრა განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება.

განცხადება არჩევნებამდე 11 დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, შერილ ფერნანდესი, რომელიც დეპარტამენტში კავკასიის რეგიონს კურირებს, აცხადებს რომ მონიტორინგს საარჩევნო პროცესს მეგობარი სახელმწიფოს ყველა შტო თანაბრად გაუწევს.

"ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტრუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ. კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების - როგორც აღმასრულებელი შტოს, რაშიც სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID-ი და სხვები შედის, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

2020 წლის არჩევნებს დიდი ყურადღებით დააკვირდება ევროპარლამენტის, თუმცა დისტანციურად. პარლამენტარები საქართველოში კოორნავირუსისი ეპიდემიის გამო ვერ ჩამოვლენ, რადგან ევროპარლამენტარებს რეგულაციები მოგზაურობას უკრძალავს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მთავარია ადგილობრივი სადამკვირვებლო რესურსი კარგად გამოიყენონ, რათა ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს.

საქართველოს სამოქალაქო სექტორი კი ხელისუფლებას საგანგებო მოთხოვნებით მიმართავს. განცხადებაში, რომელსაც ხელს 12 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა "კოვიდ-ინფექციის" გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, შეზღუდეს წინასაარჩევნო აქტივობები და შეამცირეს ე.წ „კარდაკარების“ ჩატარება. ამასთან, "კორონავირუსის" ინფექცია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერსაც დაუდასტურდა. მსგავსი ეპიდემიოლოგიური ვითარება კი, გავლენას ახდენს ამომრჩეველზეც, რომელიც თავს არიდებს წინასაარჩევნო შეკრებებში მონაწილეობას. მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაც.

ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2020 წლის არჩევნებს ეუთო/ოდირის 380 მოკლევადიანი დამკვირვებელიც დააკვირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი