რუკა, რომელზეც ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი აქვთ წარდგენილი, თავად ნატალია ილიჩოვამ მოიპოვა.
როგორც იურისტი გიორგი მშვენიერაძე გადაცემა "ღამის მთავარში" ამბობს, მას შემდეგ, რაც კარტოგრაფებმა ეს რუკები შეისწავლეს და ერთნანეთს შეადარეს, დიდი ცდომილება იყო.
მიუტანა ივერ მელაშვილს და კარტოგრაფიული მეთოდით დაადო კალკის ფურცელი. მონიშნა წერტილები, რაც არ იცვლება, მაგალითად რკინიგზა, უცვლელი წერტილები და შეადარა ერთმანეთს და აცდენები იყო დიდი, - ამბობს მშვენიერაძე.
პროკურატურა კარტოგრაფებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.