ირაკლი კობახიძე ზუგდიდში სპეცოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, სადაც 19 ადამიანია მძევლად აყვანილი მედიაზე საუბრობს, მათ მოიხსენიებს "გლავკანალად" და "პერვიკანალად" და ამბობს:
"რაც შეეხება მედია საშუალებებს, ერთი, რომ იყო უპასუხისმგებლო ქმედებები, და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულსაც კი შეიცავდა, ამას გეუბნებით როგორც იურისტი... როდესაც ასეთი მძიმე ვითარება არის და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და ტქვენი ჯურნალისტი - "გლავკანალის" და "პერვიკანალის" მიდის პრემიერმინისტრთან და ეკიტხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი - აი, ეს არის სირცხვილი " - თქვა კობახიძემ და პრესკონფერენციის ოთახი დატოვა.
შეგახსენებთ, იმ დროს როდესაც ირაკლი კობახიძე ბრიფინგს მართავდა, საქართველოს ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ მიცემული 2 საათიანი ვადა ამოიწურა. "მთავარ არხს" ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს თავდამსხმელის მოთხოვნა 500 000 დოლარის გადახდაზე.