
"ლელოს" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე, გადაცემა "დღის სტუმრის" წამყვანის კითხვაზე - გვქონდა თუ არა უფლება, გაგვეშუქებინა პირდაპირ ეთერში ზუგდიდის მოვლენები ეპიცენტრიდან, როცა 19 მძევალი იყო საფრთხეში, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ზუასტად ისე მოეიქცეოდა ის, როგორც ეს არხმა გააკეთა.
"მე არ ვარ იურისტი, სპეცილისტები უკეთ იტყვიან, მაგრამ გეტყვით, მე რომ თქვენ ადგილას ვყოფილიყავი, ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი, იმიტომ რომ, ამ დროს ყველა ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ არ გვეუბნება შსს რა წყაროებით იღებენ ინფორმაციას და არ ამშვიდებენ საზოგადოებას, ამ დროს თითოეული ადმიანი, მედიის წარმომადგენელი, თავს მოვალედ მიიჩნევს და ბუნებრივად მიაჩნია, რომ თუ კი ის იღებს რამე ინფორმაციას, ის გაასაჯაროვოს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ადამიანი ასე მოიქცეოდა, მეც იგივენაირად მოვიქცეოდი" - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
შეგახსენებთ სპეცოპერაცია ზუგდიდში ამ წუთებშიც გრძელდება. მძველად რჩება 17 ადამიანი. ზუგდიდში ჩავიდა შს მინისტრიც. ამ ფონზე კი დღეს მედიაზე განცხადებები აკეთა ირაკლი კობახიძემ, გლავნიკალანალი - ასე უწოდა მან "მთავარ არხს".