რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ?...ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდი - მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

მიხეილ სააკაშვილი მძევლების აყვანისა და სპეცოპერაციის შესახებ FACEBOOK მიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია:

რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ? ასეთი რამე არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასოდეს წარმოსადგენი შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვლაპარაკობ, ასეთი რამე შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების მმართველობის სისტემას - ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებს და სუს-ს გუშინ მთელი ყურადღება ენმ-ს შეხვედრისკენ ჰქონდა მიმართული, შედეგად კი ზუგდიდში, დღისით, ხალხმრავალ ადგილას შეიარაღებული პირი, ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, შეიჭრა ბანკში და აიყვანა მძევლები.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი