ბოლნისში "ოცნების" შტაბში დაპირისპირება ბენზინის ტალონების გამო მოხდა - კახა ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი "ენმ"-დან, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ დმანისის "ოცნების" შტაბში დაპირისპირება ბენზინის ტალონების გამო მოხდა. 

"ჩვენი ინფორმაციით ბენზინის ტალონებზე იყო დაპირიპისრება; იმიტომ რონ ეს ხალხი - სამივე დაჭრილი, "ოცნების" აქტივისტია და ერთმანეთში მოუვიდათ კონფლიქტი. რაც შეეხება ზურა ოკმელაშვილს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ესროლა ყველას"- ამბობს კახა ოქრიაშვილი.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისში, გოგი მეშველიანი, დაპირისპირებას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ნასვამები იყვნენ. თავის მხრივ, კახა ოქრიაშვილი, კი, გუშინვე ამბობდა, რომ უკვე თვეზე მეტია ოპოზიცია ზურაბ ოკმელაშვილის დაკავებას ითხოვს.

ცნობისთვის, დმანისში გუშინ,  21 ოქტომბერს, "ოცნების" საარჩევნო შტაბში ერთმანეთს მართველი გუნდის აქტივისტები დაუპირისპირდნენ

აქვე შეგახსენებთ, ეს არაა პირველი დაპირსპირება ბოლნისში; 27 სექტემბერს ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა.  იქამდე კი, თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ატივისტებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი