"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე ამბობს, რომ გუშინ, მარნეულში თავს დაესხნენ "ოცნების" წარმოამდგენლები და მათი ნათესავი სპორტსმენები.
გუშინ, როდესაც გამოვედით ჩვენ, "ნაციონალური მოძროაბის" ოფისიდან, თავს დაგვესხნენ "ქართული ოცნების" შტაბის წევრები, ამრიან გიორგაძე, ის არის საკრებულოს თავმჯდომარე, შერო ბოჭოიძე არის საკრებულოს იურისტი. ლაშა ჩხიტუნიძე არის მერიის თანამშრომელი, შუბითიძე ვაჟა, რომელიც არის სამსახურის უფროსი მერიაში. ასევე იყვნენ მათი ნათესავები, სპორტსმენები - მოკრივეები და მკლავჭიდელები დაგვესხნენ თავს, ჩვენ ამ დროს ვისხედით მანქანაში, - თქვა ლაშა ქველიძემ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ასევე ამბობს, რომ გამოძებას მისცა ჩვენება და რამდენიმე პირის იდენტიფიცირებაც შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში გუშინ საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.
ცნობისთვის, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.