შემომხედა და წადიო მითხრა - მძევლად მყოფი ზუგდიდის ინციდენტს იხსენებს

გამოქვეყნდა:

გუშინ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს მძევლად მყოფი ადამიანები იხსენებენ. მათი თქმით, თავდამსხმელმა ტყვეობიდან ხნიერი ადამიანები თხოვნის შემდეგ გაათავისუფლა. 

"ერთი ჩემისთანა ხნიერი იყო, იმან სთხოვა და გაუშვა ის ქალი. მეც ვთხოვე, ვუთხარი გამომიშვი თუ არა, აქ მოვკვდები მეთქი, შემომხედა და წადიო მითხრა" - ამბობს "მთავართან" საუბარში დაზარალებული. 

დღესვე მძველად აყვანილმა ირაკლი კავარცხელიამაც თქვა, რომ სამართალდამცველების კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას თუ, რა უნდოდა ბანკში. გუშინ კი, კვარაცხელიამ 7 საათიან ტყვეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რომ თავდამსხმელი პირველ ეტაპზე აგრესიული იყო და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც.

აქვე, "მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია.

ასევე "მთავარი არხის" ინფორმაციით, გამტაცებელმა არა ნახევარი მილიონი, არამედ 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელმაც გუშინ ზუგდიდის ბანკში 43 ადამიანი დაატყვევა და 7 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ფულიც მიიღო, ქვეყანა უკვე დატოვა. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კოდორიდან დატოვა, მანამდე კი გაიარა წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ლებარდეს ტყე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი