ნიკა გვარამიას ზარი შსს-ს პრესსამასახურის უფროსთან - ზუგდიდის სპეცოპერაციის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, 112-ში დარეკვის შემდეგ, შსს-ს საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა და სპეცოპერაციის შესახებ მიღებული ინფრომაცია მიაწოდა. ეს მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები 112-ში შესული ზარის შემდეგ, ნიკა გვარამიას არ დაუკავშირდნენ. 

"მოკლედ, რაკიღა არ მოდიან,  თავიდან ბოლომდე გაგიმეორებ  ყველაფერს, რომ მეც მქონდეს დადოკუმენტირებული, რომ მერე სადავო არ იყოს: 

მოკლედ, ჩვენ რომ გავუშვით შიგნიდან ეთერი, რის მერეც, გადაგვიარეთ. ამ დროს, თქვენი ინტერესი უნდა ყოფილიყო, რა ხდება შიგნით... იქიდან ჩემთვის უცნობმა წყარომ ამოიცნო და მითხრა შემდეგი რამ, რომ მთავარი "ტიპი" არის დათო ხვაბლიანი. 

ორი მძევალი, მძევლებს შორის ამოვიცანიო და არ არიან მძევლები - ეგენი არიან ხვაბლიანის ხალხიო - ტერორისტები და სავარაუდოდ, შეუიარაღებლები. სახელები არ უთქვამს. ეს  სენაკის მეორე ბრიგადის მოქმედი ჯარისკაცები არიანო - ასე მითხრა.

და  ვერტმფრენი სჭირდება,  რომ სვანეთში გადაფრინდნენ და იქიდან სახმელეთო საზღვრით გადავიდნენ რუსეთშიო.

მოკლედ, ეგ არის და იმედია, მადლობას თუ არა, ბოდიშს მაინც მომიხდით, იმის გამო, რაც გააკეთა დღეს ხელისუფლებამ. გაჩვენეთ ვინ არიან შიგნით - იმის ნაცვლად, რომ გეთხოვათ, ნინო, რომ გაწელეთ კადრი, კარგად გავიგოთ შიგნით რა ხდებაო..." - ეუბნება ნიკა გვარამია გუშინ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს. 

თავის მხრივ ნინო გიორგობიანი კი, ნიკა გვარამიას მასალის მიწოდებას სთხოვს, რაზეც არხის გენდირექტორი პასუხობს - "როგორ?" - ადამიანი  შიგნიდან რეკავდა და ითხოვდა გაშუქეაბას, თუ არადა მას ემუქრებოდნენ - განუმარტავს ნიკა გვარამია. 

აქვე "მთავარი არხის" დამფუძნებელი ამბობს, რომ შინაგან საქემთა სამინისტროს უნდა მოეცა დირექტივა, ასეთ დროს როგორ მოქცეული მაუწყებელი.

შეგახსენებთ, ზარი სპეცოპერაციის დროს შედგა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი